- 
                
 - 
                
მოგვწერეთ
 
                                
                            ჰეგელი პირველი ფილოსოფოსია, რომელმაც ისტორია გაიაზრა როგორც აზრიანი პროცესი და არა ფაქტების გროვა. ისტორიაში მან აღმოაჩინა განვითარება, ანუ ასვლა უფრო დაბალი საფეხურიდან უფრო მაღალზე. ამ განვითარების შინაარსია თავისუფლების ზრდა – ადამიანთა საზოგადოება თანდათან იმეცნებს, რომ ადამიანი, როგორც ასეთი, თავისუფალია, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია, და იძულებული ხდება, თავისი წყობა ამ ცოდნის შესაბამისად ააგოს. ესაა ისტორიის პროგრესი.